LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა

226
ტყ54

თბილისში, გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში მოხდა.

დაშავებული ორი ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცებს დაზიანებები ცეცხლის ალით აქვთ მიღებული. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ და დამწვრობითი შოკის მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.

„დაშავებული პაციენტები დაზიანებული არიან ცეცხლის ალით. ამჟამად იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ, იმყოფებიან დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში, ამიტომაც წვანან რეანიმაციულ განყოფილებაში და გადიან შესაბამის მკურნალობას.

ჯერჯერობით მძიმეა პაციენტების მდგომარეობა, გადიან შესაბამის მკურნალობას, რაც აუცილებელია ასეთ დროს. პაციენტები საშუალო ასაკის მამაკაცები არიან“, – განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად მანქანას გაუჩნდა და გაზგასამართ სადგურზე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები