LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როიტერს“-ის ცნობით, „ფეისბუქმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ანტივაქსერული ვიდეო წაშალა

61
ბრაზილიის პრეზიდენტი

Routers-ის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მიერ გავრცელებული ვიდეო წაშალა, სადაც ბოლსონარო ამტკიცებდა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შიდსით დაინფიცირებას უწყობს ხელს.

„ჩვენი პოლიტიკა ადამიანებს საშუალებას არ აძლევს, ვაქცინებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელონ“, – განაცხადეს კომპანიაში.

ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები რამდენიმე თვის წინ „იუთუბის“ გვერდიდანაც წაიშალა. ვიდეო-მიმართვებში ჟიარ ბოლსონარო რამდენიმე მედიკამენტზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს მედიკამენტები „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ეფექტურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g