ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ოსმალეთს იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობების გეოციდად აღიარებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენი 24 აპრილს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს სიტყვა “გენოციდს” გამოიყენებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, იგი არ გამორიცხავს, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება ბოლო წუთს გადაიფიქროს.
ჯო ბაიდენმა, ერთი წლის წინ, მაშინ როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ოსმალეთის იმპერიის დროს დახოცილი 1.5 მილიონი სომეხი მამაკაცი, ქალი და ბავშვი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების მცდელობებს მხარს დაუჭერდა.
Reuters-ი წერს, რომ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება, სავარაუდოდ თურქეთს გაანაწყენებს და ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
