მსახიობი როლიკო ოქროპირიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას. რამდენად იღბლიანია ადამიანებში:
„იღბლიანი ვარ, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი მაქვს – დავუშვათ, გოგო მომწონს, ხშირად შევმცდარვარ მასში. ხომ არის, გაიცნობ ადამიანს, მოგეწონება და ფიქრობ, ეს ის ადამიანია, ვისთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა. გავა ცოტა ხანი, რაღაც ნაწილში მოგწონს, დანარჩენი, უბრალოდ, არ იცი, მაგრამ იმდენად მინდა ხოლმე, რომ გაგრძელდეს ეს ურთიერთობა, რაღაც კონკრეტულ თვისებებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს, მე ჩემს გუნებაში მივაწერ ხოლმე. დადებით თვისებებს ვგულისხმობ. უარყოფითი თუ გამოავლინა, ვთვლი, რომ ეს ახლა, ერთხელ მოხდა და სინამდვილეში ასე არ არის. შინაგანად მის მხარეს ვარ. ასეთ დროს ბევრჯერ შევმცდარვარ. ადამიანისთვის მიმწერია ისეთი თვისებები, რომლებიც რეალურად არ ჰქონია, მაგრამ მე მინდოდა, რომ ჰქონოდა და ძალდაუტანებლად ვაჯერებდი ჩემს თავს. ამ დროს, თვითონ სულაც არ გიმტკიცებს არაფერს“.
ინტერვიუს ვრცელ ვერსიას ჟურნალ „თბილისელების“ 17 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.