მსოფლიო პრემიალური ბრენდები ზოგჯერ თავიანთ ავტომობილებს პოლიციას გადასცემენ ხოლმე განკარგულებაში, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ნამდვილად არის Rolls-Royce Ghost. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელი ბრიტანული სუსექსის სამართალდამცავებს დროებით სარგებლობაში გადაეცათ.
ბრიტანული საავტომობილო გამოცემის Autocar-ის ინფორმაციით, განსაკუთრებული Rolls-Royce Ghost პოლიციის განყოფილებისთვის საპოლიციოდ აღჭურვეს. ორიგინალური სედანის ძარა Andalusian White-ში შეღებეს, სალონი კი ტყავითა და კარბონისა და ალუმინის დეკორატიული ჩანართებით არის გაწყობილი.
აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ Rolls-Royce Ghost პოლიციის ავტომობილი გახდებოდა, კომპანიამ სედანი ადგილობრივ ბავშვთა სახლს გადასცა და თითოეულ მსურველს სიმბოლურ თანხად შეეძლო გასეირნება, მიღებულ თანხას კი ავტომწარმოებელი ბავშვთა სახლს ურიცხავდა.
კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ენდრიუ ბალი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კომპანია პოლიციიის მუშაობას ძალიან აფასებს. Rolls-Royce Ghost-ის კაპოტის ქვეშ 6,6 ლიტრის მოცულობის V12 ძრავია განთავსებული, რომელიც 603 ცხენის ძალის გენერირებას ახდენს.