Rolls-Royce–მა თავის ისტორიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ავტომობილი გამოუშვა
ბრიტანულმა ლუქსის კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია მერვე თაობის Phantom წარმოადგინა.
ავტომობილი ახალი 6,75 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით არის აღჭურვილი, აქვს ორი ტურბოდამბერი და აწყობილია ინოვაციურ ალუმინის პლატფორმაზე, რომელსაც „ფუფუნების არქიტექტურა” ეწოდება. მარკის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი Phantom-ი Rolls-Royce-ის ისტორიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ავტომობილია.
„ფუფუნების არქიტექტურა” ავტომობილის კონსტრუქციის ახალი პრინციპია, რაც Rolls-Royce-ის ინჟინრების მიერ შემუშავებულ ალუმინის ჩარჩოს ითვალისწინებს.
აღნიშნულ არქიტექტურაზე აიწყობა მარკის ყველა მოდელი და ამ გზით კომპანია უარს ამბობს მასობრივი სეგმენტისთვის განკუთვნილი ძარის ტიპზე.
ახალი არქიტექტურა Rolls-Royce-ის წარმატების გასაღები გახდება, ამბობენ კომპანიაში.