უნიკალური კაბრიოლეტი Rolls-Royce Hyperion, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად არის გამოშვებული, მეოთხედ გაიტანეს გასაყიდად. ამჯერად მას დუბაიში სადილერო ცენტრი Alain Class Motors ორ მილიონ ევროდ ყიდის. 2009 წელს მასში ორჯერ მეტს, თითქმის 4,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
კაბრიოლეტი Rolls-Royce Hyperion 2008 წელს, ბრიტანელი კოლექციონერის, როლანდ ჰოლის შეკვეთით ააწყვეს. ავტომობილი Phantom Drophead Coupе-ს ბაზაზე, დიზაინ-ატელიე Pininfarina-მ შექმნა, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების აწყობაზეა სპეცილიზირებული. ავტომობილის კარები ხის მთლიანი ნაჭრებით არის გაფორმებული, უკანა სავარძლები ამოღებულია, წინა კი 400 მილიმეტრით არის უკან გაწეული.
მოძრაობაში Hyperion 6,75 ლიტრიანი V12 ძრავით მოდის, რომელიც 459 ცხენის ძალას ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ აქვს.
Hyperion-ი პირველად გასაყიდად 2009 წელს გაიტანეს, მაშინ ის 4,5 მილიონი ევრო ღირდა, 2012 წელს დუბაის სადილერო ცენტრმა ის 2 933 000 ევროდ გაიტანა, 2016 წელს კი ფასი 1 730 000 ევრომდე დაეცა.