კომპანია Rolls-Royce-მა კუპე Wraith-ის სპეციალური სერია შექმნა, რომელსაც Inspired by British Music ქვია და რომელიც 9 ავტომობილისგან შედგება. ავტომწარმოებლს ავტომობილის შემუშავებაში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსები დაეხმარნენ.
ორი ავტომობილი The Who-ს დამფუძნებელთან და ვოკალისტთან როჯერ დოლტრისთან ერთად შეიმუშავეს, ერთი კუპე მუსიკალურ კოლექტივს, მეორე კი ალბომს – Tommy-ს მიეძღვნა.
კიდევ ერთი Wraith რეი დევისმა, The Kniks-ის გიტარისტმა შეიმუშავა. მისმა კუპემ კარებებზე მიიღო ჩანართები სიმღერებიდან Shangri-la და Drivin. ამასთან, ავტომობილში არის The Kniks-ის ლოგოები და მუსიკოსის ავტოგრაფები, ასევე ციტატები სიმღერიდან Sunny Afternoon.
Wraith-ის სპეცვერსიაზე პროდიუსერმა და კომპოზიტორმა ჯაილზ მარტინმაც იმუშავა, ის The Beatles-ის პროდიუსერის, ჯორჯ მარტინის ვაჟია. ამ ავტომობილმა The Beatles-ის სიმღერებიდან ამოღებული ტექსტების დეკორატიული ჩანართები და მარტინის ავტოგრაფები მიიღო.
მოგვიანებით Rolls-Royce Wraith-ის განსაკუთრებულ მოდიფიკაციებს შირლი ბესი, რენსის როსი და The Rolling Stones-ის გიტარისტი რონი ვუდი წარმოადგენენ.
კუპე Wraith 6,6 ლიტრიანი დამბერიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 633 ცხენის ძალაა. ძრავი რვა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ნულიდან ას კილომეტრს კუპე 4,6 წამში კრებს.