კომპანია Rolls-Royce-მა ლონდონში საქველმოქმედო ღონისძიება The Animal Ball-ში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების სტუმრები საქველმოქმედო საღამოზე მხოლოდ Phantom-ებით, Ghost-ებითა და Wraith-ებით მიდიოდნენ და ყველა მათგანის მძღოლს სახეზე ცხოველის ნიღაბი ჰქონდა ჩამოცმული.
”ჩვენ, როგორც ფუფუნების საგნების წამყვანი მწარმოებლები, მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის სპილოების პოპულაციისა და მათი სამყოფელის შენარჩუნება მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა Rolls-Royce Motor Cars-ის გენერალურმა დირექტორმა ტორსტენ მიულერ ოტვოსმა.
The Animal Ball-ის ორგანიზატორი საქველმოქდო ფონდი Elephant Family გახლდათ. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა მთლიანად სპილოების პოპულაციის ხელშეწყობასა და გარემოს დაცვას მოხმარდება.
მეჯლისის დამსწრეებს კი გამორჩეული ნიღბები ეკეთათ, რომლებიც ცნობილმა დიზაინერულმა სახლებმა Chloé-მ, Jimmy Choo-მ, Alice Temperley-მ და Burberry-მ შექმნეს.
