LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ, ეს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა – ვაჟა გაფრინდაშვილი

359
38209b908f58813ffbb8f95ab4223710

“მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ, ეს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა”, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

“დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე. მე მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს არის ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება. მისი დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა არც ერთხელ ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე”, – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა.

2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მისი ცხედარი, რომელსაც უამრავი დაზიანება ა აღენიშნებოდა, ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ გადასცეს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჯა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობაში თითქმიის 2 თვე იმყოფებოდა.

“რაც დრო გადის, უფრო აუტანელია ჩემი შვილის გახსენება” – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g