LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გითხრათ თავდამსხმელს ხელში ცელოფანი ეჭირა, ნაყიდი ჰქონდა კვერცხები და შემთხვევით გამოადგა, არა! კვერცხი თავიდანვე მისი იარაღი იყო“ – ლევან ბერძენიშვილი

216
34c20b9667f7ccc80baf2150f457fa01

„მე მაგრძნობინეს თავის დროზე საჯარო განცხადებებით, რომ აქ არაფერ შუაში არ არის ერეკლე. მთავარია ის, რომ მე პატივს არ ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მე ეს უნდა დავუდასტურო. დიახ მე არ ვცემ პატივს არც ერეკლე მეფეს, არც ბიძინა ივანიშვილს, ისე როგორც ზოგიერთ ლიტერატურულ პერსონაჟს“ – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„დაანებოს ლანძღვას თავი და ნაკლები რისკის ქვეშ იქნება“ – ირმა ზავრადაშვილის რჩევა ლევან ბერძენიშვილს

გადაცემაში „დღის თემა“ ბერძენიშვილმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და თქვა რომ თავდამსხმელი სუსის მიერ მომზადებული კადრი იყო.

„რომ გითხრათ რომ თავდამსხმელს ხელში ცელოფანი ეჭირა, ნაყიდი ჰქონდა კვერცხები და შემთხვევით გამოადგა, არა. კვერცხი თავიდანვე მისი იარაღი იყო. ეს არის იმ დიდი პროცესის ნაწილი რაც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მე გადავწყვიტე, რომ არ მიმემართა პოლიციისთვის, იმიტომ რომ ნათელია მათ ეს არ აინტერესებთ. მიუხედავად ამისა მინდა ვთქვა, რომ ფაქტს რამდენიმე მოქალაქეც იღებდა ტელეფონით და გარდა ამისა ეს არის პიქსელის წინა სივრცე, რომელსაც აქვს რამდენიმე კამერა. თუ ვინმეს აინტერესებს ამ პიროვნების დადგენა სერიოზული პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ გარწმუნებთ ჩვენს ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, უცნობმა მოქალაქემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ჯიბეში „შემთხვევით“ კვერცხიც აღმოაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები