LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაანებოს ლანძღვას თავი და ნაკლები რისკის ქვეშ იქნება“ – ირმა ზავრადაშვილის რჩევა ლევან ბერძენიშვილს

401
fot (2)

„ბატონმა ლევანმა თავი დაანებოს ქართული ისტორიის, ქართული ტრადიციების, ეროვნული იდენტობის, ქართველი ხალხის ლანძღვას. ჯობია დაანებოს თავი ამ ლანძღვას და მისთვისაც უკეთესი იქნება. უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იქნება და ნაკლებად პროვოცირებას გაუკეთებს მავანს და მავანს“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ასევე ამბობს, რომ ნებისმიერი ფორმით ძალადობის წინააღმდეგია.

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

“ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ნებისმიერი ფორმის, ფიზიკურის, ფსიქოლოგიურის, ნებისმიერის“, – განაცხადა დეპუტატმა.

„რომ გითხრათ თავდამსხმელს ხელში ცელოფანი ეჭირა, ნაყიდი ჰქონდა კვერცხები და შემთხვევით გამოადგა, არა! კვერცხი თავიდანვე მისი იარაღი იყო“ – ლევან ბერძენიშვილი

ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ თავად ლევან ბერძენიშვილმა დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, უცნობმა მოქალაქემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ჯიბეში „შემთხვევით“ კვერცხიც აღმოაჩნდა. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g