LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

329
355564005_130817066664775_1717951513474402100_n

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ თავად ლევან ბერძენიშვილმა დაუდასტურა.

როგორც მან აღნიშნა, უცნობმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.

„ერთი მოქალაქე იყო. კვერცხი მე არა, მანქანას მოხვდა. დაიწყო თუ არა საუბარი, არ გავჩერდი, გზა გავაგრძელე.. ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო.

არ დაავიწყდა, რომ შარშან ერეკლეზე რაღაცა ვთქვი. ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს ამ ქვეყანაში.

კობახიძე ბერძენიშვილზე: „გახსოვთ რა ილაპარაკა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი – საცოდავია და თავისი პრობლემები აქვს“

წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობის – მდინარაძე

დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით ვინმეს სადმე“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.

თინა ხიდაშელი: ივანიშვილმა ბერძენიშვილის წინააღმდეგ, სრულიად უნაძირლესი, უბინძურესი და იმავდროულად ძალიან საშიში კამპანია დაიწყო

ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით თავდაპირველად „ტაბულას“ რედაქტორმა, ცისია კირვალიძემ გაავრცელა.

 

 

5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე…

Posted by Tsisia Kirvalidze on სამშაბათი, 20 ივნისი, 2023

 

 

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

ფოტო: „ტაბულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები