ლევან ბერძენიშვილი არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომელიც ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თავად ლევან ბერძენიშვილი საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებსა და გმირებს ებრძვის შეურაცხყოფას აყენებს და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, საერთოდ არ გაგვიკვირდება.
„იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ“ – ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა
„გადაცემა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს, 250 000 ნახვა აქვს, 6 ენაზეა თარგმნილი - ვიღაცამ დღეს ნახა და ჩათვალა, რომ მე უნდა დავისაჯო“, - განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.
ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის – ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს, შეურაცხყოფას აყენებს წმინდანებს. ის არის ყინულმჭრელი ახალი, მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული გახადონ, მაგალითად, რუსული. რაღაცას რომ იტყვი, რაც ქართულ ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე ცდილობენ, რომ ეს დააკავშირონ რუსულ საქმესთან.
ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი არის მთავარი ყინულმჭრელი ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც მას ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს. თუ რამე მცდელობა და მომზადება იყო, ამაზე სამართალდამცველები გაგვცემენ პასუხს“, – აცხადებს მდინარაძე.