„სრულიად უნაძირლესი, უბინძურესი და იმავდროულად ძალიან საშიში კამპანია დაიწყო ივანიშვილმა ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ“, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება:
წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობის – მდინარაძე
„და აი ვისაც არ გაწუხებთ იმიტომ რომ ან არ გიყვართ, ან არ მოგწონთ, ან არ ეთანხმებით ლევანს იცოდეთ, რომ იმას რასაც უყურებთ არაფერი აქვს საერთო შინაარსთან, მოწონება-არ მოწონებასთან.
„იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ“ – ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა
„გადაცემა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს, 250 000 ნახვა აქვს, 6 ენაზეა თარგმნილი - ვიღაცამ დღეს ნახა და ჩათვალა, რომ მე უნდა დავისაჯო“, - განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.
როცა ბრბოს დაგეშავენ თქვენს გაფილტრულ ტექსტებს არავინ წაიკითხავს ყველას წაგლეკავენ!
ეს არის ტოტალიტარიზმი, სხვა კი არაფერი“. – წერს Facebook-ზე თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფილოსოფოსმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა.