LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ მასობრივი შეკრების ადგილი ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს – რევაზ ბოჭორიშვილი

20512
46375893-10157070966154236-9088723948836749312-o

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ქალაქი მიულუზი. ალზასში. გერმანია შვეიცარიის საზღვართან..17-21 თებერვალს აქ, ევანგელისტურ ეკლესიაში საერთაშორისო შეკრება ჩატარდა.. 2000 მდე ადამიანმა გაირა იმ ეკლესიაში იმ 5 დღის განმავლობაში..
დღეს ეს რეგიონი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.. და ეპიდემიის გავრცელებაც აქიდან დაიწყო, საფრანგეთში და მეზობელ ქვეყნებშიც..
სამი დიდი საუნივერსტეტო კლინიკა, თავად მიულუზის, კოლმარის და სტრასბურგის ვეღარ აუდის პაციენტთა ტალღებს.. ყველა საწოლი ინტენსიური თერაპიის დაკავებულია.. აღარ დავიწყებ საერთო ციფრების ციტირებას.. უშუალოდ იქაური კოლეგებისგანაც ვიცი, ბევრი ექიმიც დაავადდა, ბევრი ახალგაზრდა ექიმი, ზოგი სიკვდილს ებრძვის..
არმია საველე საავადმყოფოებს შლის მიულუზში. სამხედრო თვითმრინავებით მძიმე პაციენტების ევაკუაცია ხდება სხვა სამხედრო ჰოსპიტლებისკენ…ასეთი რამ საფრანგეთში არ მომხდარა ჯერ..

დღეს აშკარაა, ყველასთვის, ყველა კონტინენტზე, ეპიდემიის შეკავების ყველაზე ქმედითი მეთოდი დისტანცირებაა, როგორც გინდათ დაარქვით, სოციალური თუ ფიზიკური დისტანცირება!
ის რომ ხალხის მასობრივი შეკრების ადგილი, დახურული და ვიწრო, ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს დღეს…
ამის არ გათვალისწინება დანაშაულია!”- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10158401398224236&set=pcb.10158401450469236&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები