LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ ვუყურებ ამ ვიდეოს, ვხედავ, როგორ ვცდილობდი, არაფერი წამომცდენოდა“ – ჯესი ჯეი გვიზიარებს ვიდეოს, რომლის გადაღებამდე რამდენიმე საათით ადრე 5 ბიოფსია გაუკეთეს

428
page

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჯესი ჯეის, მკერდის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. არტისტმა, რომლის ნამდვილი სახელია ჯესიკა კორნიში, განაცხადა, რომ ზაფხულში ბალიზე კონცერტს გამართავს და შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს. მომღერალმა ვიდეო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და მოყვა, როგორ გაიარა პროცედურა დიაგნოსტირებამდე და მას შემდეგ.

„კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დამისვეს, კიბო ნებისმიერი ფორმით საშინელებაა, მაგრამ მე სიტყვა „ადრეულს“ ვეჭიდები“ – ჯესი ჯეი

ყოველივე ამის ფონზე, 37 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა. როგორც ირკვევა, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მას 5 ბიოფსია ჩაუტარდა.

„კონცერტის წინა ღამეს 5 ბიოფსია გამიკეთეს. დისკომფორტი მქონდა, მაგრამ იმდენად მიხაროდა ეს გამოსვლა, რომ არ გადავდე. რომ ვუყურებ ამ ვიდეოს, ვხედავ, როგორ ვცდილობდი, არაფერი წამომცდენოდა. რთულ დროსაც ვხუმრობ და ვიცინი“, – წერს არტისტი.

ჯესი ჯეი მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში შიშვლდება და ახალბედა დედებს რჩევებს აძლევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები