LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან აბრამოვიჩი ისრაელში არ შეუშვეს – რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი ოლიგაქრი უკან გაბრუნდა

748
ipiccy_image

ისრაელი დასავლურ სანქციებს შეუერთდა. საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, ცნობილი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში გაიჭედა. ის ისრაელში არ შეუშვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, აბრამოვიჩი იძულებული გახდა უკან, თურქეთში გაფრენილიყო.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დიპლომატები საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ევროკავშირის სასანქციო სიაში შეყვანაზე შეთანხმდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, აბრამოვიჩს სანქციები ავსტრალიამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g