LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური

303
BeFunky-collage - 2023-07-27T213929.513

„გემი არის სიმბოლური და რომ შეხედავ ის ურჩხულს ჰგავს”,- ასე აფასებს პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე დღეს ბათუმში საკრუიზო გემის „ასტორია გრანდეს” შემოსვლას, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ ფაქტს ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს და ის ჰიბრიდული ომის ელემენტებს შეიცავს.

„ამ ფაქტს ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს და ჰიბრიდული ომის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს, როდესაც რუსები საქართველოს აღიქვამენ, როგორც მეგობარ სახელმწიფოს. 800 ადამიანი კი არა, 800 მანქანა შემოდის ყოველდღე რუსეთიდან. აქ საუბარი არ არის რუსი ტურისტის შემოსვლაზე, თუმცა რუსი ტურისტი კიდევ სხვა დატვირთვის არის.

ის ტურისტი სულაც არ არის, მას შეუძლია 1 წელი გაატაროს საქართველოში, შემდეგ 1 წუთით, ან საათით გადავიდეს აზერბაიჯანში და თურქეთში და ისევ საქართველოში დაბრუნდეს. მსოფლიოში უპრეცედენტო ბინადრობის მექანიზმია საქართველოში შემუშავებული.

სწორედ ასეთი მექანიზმი აკეთებს იმის პროვოცირებას, რომ ისინი სამუდამოდ დარჩნენ საქართველოში და აქ დამკვიდრდნენ. რაც შეეხება გემის შემთხვევას, ისინი ფიქრობენ, რომ მოდიან სამეზობლოში, არხეინად და ავიწყდებათ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან”,- განაცხადა რომან გოცირიძემ გადაცემაში “დღის თემა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g