საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “ვოისის” ნახევარფინალური ლაივ შოუ გავიდა.
ცნობილი გახდა მუსიკალური გადაცემის ფინალისტების ვინაობა:
დათო ევგენიძის გუნდიდან პროექტი გიორგი ფუტკარაძემ და ტრიო „ალეგრომ” დატოვეს,
ფინალში კი გიორგი დათიაშვილს და კახა ასლამაზაშვილს ვიხილავთ.
სტეფანეს გუნდიდან პროექტი საბა ჩაჩუამ და დათო რუსაძემ დატოვეს, ფინალში კი ანკა თათარაშვილი და ლიკუნა თუთისანი გადავიდნენ.
სოფოს გუნდიდან პროექტი მარი ტორონჯაძემ და სალი ცინცაძემ დატოვეს, ფინალში კი ლიკა სირაძეს და თინა დათიკაშვილს ვიხილავთ.
რაც შეეხება დათო ფორჩხიძის გუნდს, პროექტი ერეკლე თურქაძემ და ცოტნე ბარბაქაძემ დატოვეს,
ფინალში კი ირუ ხეჩანოვს და თაკო კაკალაშვილს მოვუსმენთ.
,სოფო ბათილაშვილის წასვლა ჩემთვისაც მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა” – სოფო ტოროშელიძე
ვიდეო: დათო ევგენიძე: ,,აი, ეს გოგო არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი!..”
რომელი კონკურსანტები გამოეთიშნენ “ვოისის” ნახევარფინალს