LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება თბილისის საკრებულოში უკვე ცნობილია

71
თბილისის საკრებულო

თითქმის უკვე სრულად არის გარკვეული, როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები – თბილისში 50 ადგილიდან 28 დეპუტატი მმართველ პარტიას ეყოლება – 9 მაჟორიტარი და 19 პროპორციული სიით შეყვანილი; 13 მანდატი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”, 4 დეპუტატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, 2 მანდატი ერგო “ლელოს”, თითო-თითო დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი “გირჩი – მეტი თავისუფლება”- და ანა დოლიძის პარტიები. თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი მანდატის ბედია გასარკვევი – საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, პროპორციული წესით მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის 46 %-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო; თითქმის 31 პროცენტი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”; გახარიას პარტიას ამომრჩევლის, დაახლოებით, 8 პროცენტმა მისცა ხმა, ლელო 2,7 % და ევროპული საქართველო 1,6 %.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g