LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაშია სელფის გადაღება ყველაზე საშიში?

111
two-hikers-taking-selfie-top-110

ექსპერტებმა დაასახელეს ქვეყანა, სადაც სელფის გადაღება ყველაზე ხშირად ტურისტების ტრაგიკულ სიკვდილიანობას იწვევს. ამის შესახებ The New York Post-ი, იურიდიული ფირმა The Barber Law Firm-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სელფისთვის მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყანა ინდოეთი აღმოჩნდა. სწორედ მასზე მოდის სელფის გადაღებასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების 42,1 პროცენტი. 271 ინციდენტიდან 214 ტრაგედიით დასრულდა, ხოლო 57 შემთხვევაში ფოტოს ავტორები დაშავდნენ.

უცნაური რეიტინგის მეორე ადგილზე აშშ გავიდა – ამერიკის შემთხვევაში 45 ინციდენტი დაფიქსირდა, საიდანაც 37 სიკვდილით და 8 ტრავმით დასრულდა. მესამე ადგილს იკავებს რუსეთი – 19 შემთხვევა, სადაც სელფის 18 მცდელობა ფატალური აღმოჩნდა, ხოლო 1-მა ტურისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო მიზეზი მთელ მსოფლიოში სიმაღლიდან ვარდნაა და ყველა შემთხვევის 46 პროცენტი სწორედ მასზე მოდის.

„ჩვენმა კვლევამ შემაშფოთებელი ტენდენცია აჩვენა: სოციალური ქსელებში საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით. იდეალური ფოტო არ ამართლებს მსგავს რისკს,“ – განაცხადა The Barber Law Firm-ის დამფუძნებელმა და მთავარმა იურისტმა კრის ბარბერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები