LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები? სცადეთ გამოცნობა

726
GettyImages-164334432-59550d2a3df78cdc29993b4f

საშუალო ხელფასის შესწავლა ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად სევდიანი მომენტია. თუმცა, როდესაც სხვა ადამიანის ხელფასზე გული გვწყდება, უნდა გავითვალისწინოთ ის გადასახადები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაშია.

ზოგან ძალიან დაბალი გადასახადებია და საერთო მონაცემებზე გავლენას ახდენენ, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კი თავის ისედაც ღარიბ მოსახლეობას ძალიან ბევრ გადასახადს ართმევს.

დანიის მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია უზარმაზარი გადასახადები გადაიხადო და ამავდროულად შედარებით მდიდარიც იყო.

ჟურნალმა Reconomica შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საშუალო ხელფასები იმისათვის, რომ დაედგინა, რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ხელფასი და როგორ ეთანხმება ის საგადასახადო სისტემას.

 

როგორ ჩატარდა კლევა

ყველა ქვეყნიდან  ოფიციალური ინფორმაცია შეისწავლეს და მოხერხებულობისთვის ყველა ხელფასი დოლართან მიმართებაში განისაზღვრა. მხოლოდ ასეთმა მეთოდმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელფასი შეედარებინათ.

ყველაზე მაღალი ხელფასი

Швейцария

ყველაზე მაღალი ხელფასი გადასახადების გამოკლებამდე დაფიქსირდა შვეიცარიაში. საშუალო ხელფასი თვეში 6 244 დოლარს შეადგნს. მეორე ადგილზე დანიაა – აქ საშუალო ხელფასი თვეში 6 192 დოლარს შეადგენს.

სამეული იხურება ლუქსემბურგით, სადაც თვიური ანაზღაურება 5 854 დოლარს შეადგენს.

ნორვეგიასა და ისლანდიაში საშუალო შემოსავალი თვეში 5 450 დოლარს უტოლდება. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 4392-ია. კიდევ 14 ქვეყანაში საშუალო ხელფასი გადასახადების გამოკლებამდე შეადგენს 3 000 დოლარს. ამ ქვეყნების სია ასე გამოიყურება: იაპონია,  ბელგია, აშშ, ფინეთი, სინგაპური, ირლანდია, ანდორა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბაჰამის კუნძულები, კანადა, ისრაელი.

გადასახადების გათვალისწინება კი ამ სურათს აბსოლუტურად ცვლის.

ქვეყნების საგადასახადო სისტემის გათვალისწინების შემდეგ ყველაზე მაღალი  ხელფასი ნორვეგიაში ფიქსირდება – 3 868 დოლარი. მას მოჰყებიან იაპონია 3 198 დოლარით და ფინეთი 3072 დოლარით. გადასახადებისგან თითქმის არ იტანჯებიან ბაჰამის კუნძულებსა (3065 დოლარი) და ანდორაში (3048 დოლარი).

კიდევ 10 ქვეყანაში გადასახადების გამოკლების შემდეგ ხელფასი 2 000 დოლარს სცდება. ეს ქვეყნებია ისლანდია, დანია, აშშ, ისრაელი, კანადა, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი.

სად არის ყველაზე მაღალი გადასახადები

თუ გადავხედავთ საშემოსავლო გადასახადებს, პირველ ადგილზე დანიაა. საშუალოდ დანიელები ხელფასის 52,5 პროცენტს გადასახადებში ხარჯავენ.

Дания — лидер по зарплатам

მიიჩნევა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადებია, თუმცა, დანია მეზობელი შვედეთისგან მკვეთრად განსხავდება. შვედეთში საშუალო საშემოსავლო გადასახადი 21,4%-ს შეადგენს.

ყველაზე დაბალი გადასახადები ბაჰამის კუნძულებზეა – 3,9%.

რუსეთში მაღალი გადასახადებია, ამის უარყოფა შეუძლებელია. კვლევებით დადგინდა, რომ მდიდრებს ძალიან დაბალი საშემოსავლო გადასახადი აქვთ, ხოლო ღარიბებს საკმაოდ მაღალი.

რა ხდება ამ ხრივ საქართველოში, ჟურნალს არ გამოუკვლევია. თუმცა, ეს თავადაც მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ. 

ერთი რამ კი ცალსახად ნათელია, საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით, საგრძნობლად ჩამორჩება ზემოთ ნახსენებ ქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები