LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალი ხელფასები ბიზნესის სამ სექტორშია

102

დასაქმების სააგენტოები კომერციული სექტორის სახელფასო პოლიტიკაზე საუბრობენ. გადაცემა „ბიზნესკურიერში“ „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ განაცხადა, რომ „საქსტატის“ ოფიციალურ სტატისტიკას იმ ნაწილში ეთანხმებიან, სადაც საუბარია იმაზე, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორში ფიქსირდება და ის 1448 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა კომერციული სექტორი გაცილებით მაღალ ხელფასებს უხდის თანამშრომლებს. ლეშჩინსკაია ამბობს, რომ ბიზნესკომპანიების სახელფასო პოლიტიკა განსხვავებულია. მისი თქმით, კომერციულ სფეროში საშუალო რგოლის მენეჯერის ხელფასი 2000-2500 ლარია, ტოპემენჯემტის კი – 2500-დან 4000 ლარამდე.

დასაქმების სააგენტო ამ მხრივ ბიზნესსექტორებსაც გამოყოფს. მაღალი ხელფასებით საბანკო მიმართულება, სადაზღვევო და საკომუნიკაციო სფეროები გამოირჩევა. გარდა ამისა, მეოთხე პოზიციაზეა წარმოება, რომელიც სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ მსხვილ სექტორად ყალიბდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები