LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე სუფთა ადამიანები

131
shutterstock_546745777

სისუფთავის მოყვარული ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში აღმოჩნდა. ამას ადასტურებს პროექტი World Population Review-ს კვლევა, რომელმაც მოაგროვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად ხშირად იღებენ შხაპს პლანეტის სხვადასხვა ნაწილში.

ბრაზილიელთა 99% შხაპს 24 საათში ერთხელ მაინც იღებს, თუმცა უმრავლესობა ამას უფრო ხშირადაც აკეთებს. საშუალოდ ბრაზილიელები შხაპს დღეში ორჯერ მაინც იღებენ. ამასთან, აბაზანის მოყვარულთა რაოდენობა ამ ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი აღმოჩნდა და ასეთი მიდრეკილების შესახებ გამოკითხულთა 7% საუბრობს.

ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, სადაც შხაპი დიდად არ უყვართ, თუმცა ძალიან ხშირად იბანენ. შესაძლოა ეს ფაქტი ინფრასტრუქტურის ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული.

ბანაობის მოყვარულები მრავლად არიან ასევე დიდ ბრიტანეთში, სადაც ცხელი წყლის სიყვარული გამოკითხულთა 32%-მა აღიარა.

გერმანიაში შხაპს ყოველდღიურად მოსახლეობის 92% იღებს, აშშ-სა და მექსიკაში – 90%, საფრანგეთში – 76%, ჩინეთში – 85%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები