LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ რეგიონშია ყველაზე იაფი სასტუმროს დაჯავშნა საქართველოში – მაისში ფასი 12%-ით გაიზარდა

166
rest-detail-hotel-hua-hin-rest-green-room-extra-larg-800-600-1

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას PMCG აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.1%-ით შემცირდა.

ამასთან, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (36.7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – ქვემო ქართლსა და რაჭაში (0%).

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წლის მაისში სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.4%-ით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (23.7%), ყველაზე დაბალი კი – თბილისში (2.8%).

2023 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 166 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა კი 270 ლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 124 ლარია.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 409 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 584 ლარი, თბილისში – 515 ლარი, კახეთში – 506 ლარი, ხოლო აჭარაში – 369 ლარი შეადგინა.

რა ღირს სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – აპრილში ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g