ბიას ბიზნესკატალოგმა რადიო ”ფორტუნას“ დასაქმებულთა შესახებ სტატისტიკა მიაწოდა. თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით, ბია.ჯი–ზე კომპანიების გადანაწილება არის შემდეგნაირი:
- კომპანიების უმეტესობაში თანამშრომლების რაოდენობა არის მცირე, 10 -მდე დასაქმებული უფიქსირდება კომპანიების 73%–ს ( 17870 კომპანია)
- თანამშრომლების რაოდენობა 11-50 –მდეა კომპანიების 18%-ში (4511 კომპანია)
- 51-100 –მდე თანამშრომელია კომპანიების 4%-ში (960 კომპანია)
- 101-500 – მდე 3%-ში (687კომპანია)
- 501-1000 -მდე 0.3% (69კომპანია)
- 1001-5000 -მდე 2% (59კომპანია)
- 5000-ზე მეტი თანამშრომელი – 6 უმსხვილეს კომპანიაშია.
საქართველოს ბაზარზე დროებითი/სეზონური დასაქმებულები უფიქსირდებათ კომპანიების (4357 ორგანიზაციას) 18%–ს.
ბიას ბაზაში დარგების მიხედვით ყველაზე მეტი დასაქმებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- მედიცინა
- ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- კვების პროდუქტები
- ავტობიზნესი
- განათლება
ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით შეგვიძლია, შევაფასოთ და გავეცნოთ დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ ორგანიზაციებში, როგორია საშუალო ხელფასების მაჩვნებლების გადანაწილება:
- კომპანიების უმეტესობას 51%–ს საშუალო ხელფასის მაჩვენებელი უფიქსირდებათ 1000 ლარამდე
- საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 1000-3000 ლარამდე ფიქსირდება კომპანიების 17%–ში
- საშუალო ხელფასი 3000 ლარიდან ზევით მხოლოდ კომპანიების 2%–ს უფიქსირდება
- ხოლო ორგანიზაციების დანარჩენი 30%-თვის ეს მაჩვენებელი არის კონფედენციალური და არ ასაჯაროებენ.
როგორც ბიას წარმომადგენელი სალომე პატარიძე აცხადებს, ბოლო წლების მანძილზე მაღალი აქტივობა შეიმჩნევა მედიცინის, ენერგეტიკისა და სამშენებლო დარგშიშექმნილი სამუშაო ადგილების კუთხით. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომაც გაიზარდა სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა და ამ მიმათულებით აღნიშნული დარგი მოწინავე ადგილზე გვხვდება .
ასევე ენერგეტიკისა და სამშენებლო დარგი გვხვდება ტოპ სამეულში, რადგანაც ეს სექტორი მოიცავს უმსხვილეს კომპანიებს სადაც დასაქმებულთა რაოდენობის მაღალი რეინჯები ფიქსირდება საქმიანობის სპეციფიკადან გამომდინარე.
ბიას შეფასებით, არასახარბიელო სატუაციაა ხელფასების კუთხით. კომპანიების უმეტესობაში გვხვდება ხელფასის რეინჯი 1000 ლარამდე, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე თავისთავად აისახება. ასევე ყურადსაღები ფაქტია, ის რომ საქართველოსა და საზღვარგარეთ განვითარებად ქვეყნებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასები განსხვავდება, კერძოდ კი ხელფასის რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება საქართველოს რეალობას, რაც თავისთავად იწვევს შრომით მიგრაციას.