ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად გვიზიარებს რჩევებს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრს ეხმარება.
მისი რჩევებს ზოგჯერ მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდებიან ხოლმე, მაგრამ როგორც წესი, ბევრი დიდი ინტერესით ელის მისგან რეკომენდაციებს.
საბედნიეროდ საქართველოში საავადმყოფოები ისე გადატვირთული აღარაა, როგორც ნოემბრის მეორე ნახევარში იყო.
ბევრი მკურნალობას შინ გადის. სწორედ მათთვის აქვს რჩევები ამჯერად ნანა გეგეჭკორს, რომელიც „მთავარის“ დილის ეთერში გაგვიზიარა.
რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორად ვმართოთ დაავადება სახლის პირობებში.
1. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტი გქონდათ ინფიცირებულთან, ტესტი უნდა გაიკეთოთ 5-7 დღის შემდეგ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორე-მესამე დღეს იკეთებენ ტესტს და პასუხი უარყოფითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ინფიცირებული.
2.თუ სიმპტომები აშკარად გამოხატულია და თქვენი ტესტის პასუხი უარყოფითია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ კოვიდინფიცირებული ხართ და თქვენი ტესტის პასუხი ცრუდუარყოფითი და ის უნდა გაიმეოროთ გარკვეული პერიოდის შემდეგ.
თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ, ამ დროს მნიშვნელოვანია თვითმონიტორირება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
სასურველია ვაწარმოოთ დღიურები სიმპტომების დაწყების დღიდან და ასევე აღრიცხოთ ჩვენი პირადი მდგომარეობა. გულის ცემის სიხშირე, თუ საშუალება გვაქვს, განვსაზღვროთ სატურაცია. ასეთ დროს სასურველია, განისაზღვროს სისხლში ჟანგბადის შემცველობა და ეს უნდა იყოს განსაზღვრული დღეების მიხედვით. სასურველია ახალი სიმპტომი აღირიცხოს მისი აღმოჩენისთანავე. დაავადების დაწყებიდან მერამდენე დღეს გაჩნდა ახალი სიმპტომი, ამის გაგება იძლევა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას დაავადების მიმდინარეობაზე და ექიმს აქვს საშუალებას, განსაზღვროს, რა მიმართლებით შეიძლება, განვითარდეს ამ პაციენტისთვის დაავადება.
თვითმონიტორირება შესაძლებლობას მოგცემთ გაარკვიოთ, რა ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებით და გჭირდებათ თუ არა დამატებითი კვლევები.
როდის სჭირდება პაციენტს დამატებითი გამოკვლევები?
თუ თქვენ ხართ პაციენტი სიმპტომის გარეშე, არაფერი გჭირდებათ, უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს გაქვთ გრიპი.
როდესაც პაციეტს აქვს მსუბუქად მიმდინარე დაავადება, მაგრამ აქვს რისკის ფაქტორები, ასეთ შემთხვევაში პაციენტს უნდა ჰქონდეს კონტაქტი ექიმთან და კონსულტაციის შემდეგ ის გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა სისხლის ანალიზი, ან კარდიოლოგიური კვლევა.
თუ პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება და აქვს საშუალო სიმძიმის დაავადება, ასეთ შემთხვევაში გარკვეული ტიპის კვლევები საჭიროა და საჭიროა ექიმთან ხშირი კონტაქტი.
ლაბორატორიული პაციენტი უკვე ნიშნავს, რომ არ გაქვთ მძიმედ მიმდინარე ინფექცია და არ გჭირდებათ დამატებითი კვლევები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კლინიკები გადატვირთულია და შედარებით მძიმე პაციენტებიც შეიძლება შეგვხვდეს კლინიკებში, რომლებსაც წესით სხვა დროს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებოდა, ამის გათვალისწინებით, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ანალიზები.
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, აუცილებელია განსაზღვრული იყოს შარდოვანა, კრეატინინი, კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი. ეს ყველაფერი მოგვცემს წარმოდგენას თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციაზე.
ასევე, სასურველია გაკეთდეს პოტრომბინის ანალიზი, დე-დიმერი. მაღალი დე-დიმერი ყოველთვის არ საჭიროებს ანტიკუაგულოგრამას.
კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოლოგიური კვლევა სჭირდება მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლთა შემთხვევაშიც დიაგნოზი ბოლომდე გარკვეული არაა. ეს კვლევა ექიმს დაეხმარება იმის გარკვევაში, დაგტოვოთ სახლში თუ გადაგიყვანოთ კლინიკაში.
ვინც ინფექცია გადაიტანა, განმეორებითი ტომოგრაფიული კვლევა საჭირო არაა. თუ თავს კარგად გრძნობს ამის საჭიროება არ არსებობს და რისკი, რომ მაღალი დასხივებისას მივიღოთ უარყოფითი შედეგი, დიდია.