ზოგჯერ ადამიანის წონის კორექციას არა საკვები, არამედ ჰორმონალური დისბალანსი განსაზღვრავს. ცხადია წონის პრობლემას ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს. მაგალითად ესაა მეტაბოლიზმი, გენეტიკა, სტრესი და სხვა, თუმცა ჰორმონებს აქაც გადამწყვეტი როლი აქვთ. საინტერესოა, რომელი ჰორმონების კვლევაა საჭირო ლაბორატორიულად, თუ წონის კორექცია გიჭირთ.
ინსულინი
ყოველი ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად მატულობს, კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ჰორმონ ინსულინის ინტენსიურ გამომუშავებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 2 ძირითად როლს ასრულებს: დაბლა წევს სისხლში შაქრის დონეს და ანაწილებს მას სხვადასხვა ქსოვილებში მოკლევადიანი მოხმარებისთვის ან ინახავს მას როგორც მარაგს ცხიმის სახით. ასევე ის არ აძლევს საშუალებას ცხიმის მარაგს ისევ გლუკოზად გარდაიქმნას, რომელსაც თქვენი ორგანიზმი ენერგიის წყაროდ მოიხმარს. ამდენად სისხლში ინსულინის მომატება ინსულინ რეზისტენტობას ქმნის, რაც წონის უკონტროლო მატებას იწვევს.
კორტიზოლი
კორტიზოლი სტრესის ჰორმონია. ის გამომუშავდება ორგანიზმში, რათა გლუკოზის ვარდნა შეაფერხოს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ სტრესი მომატებულ მადიანობას იწვევს, განსაკუთრებით კი იზრდება მოთხოვნა ტკბილეულის მიმართ. კორტიზოლი ამცირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და თუ ის ორგანიზმში მოჭარბებული რაოდენობით გვხვდება, ცხიმის დაგროვებაც იწყება.
ლეპტინი
ესაა ჰორმონი, რომელიც კვებასა და მადას უკავშირდება. სწორედ ეს ჰორმონი გამომუშავდება ორგანიზში საკვების მიღების შემდეგ და სწორედ ლეპტინი გადასცემს სიგნალს ტვინის უჯრედებს, რომ ადამიანმა დანაყრების შეგრძნება გაიაზროს. თუ ორგანიზმში ლეპტინის დაბალი მაჩვენებელია, თქვენ დანაყრების აღქმას დაკარგავთ და უკონტროლო კვებაზე გადახვალთ, რაც ცხადია წონის მომატებას გამოიწვევს. ხშირად ლეპტინის ვარდნის მიზეზი არასაკმარისი ძილია.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა და მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.