LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში – ხუთეულშია უკრაინა და რუსეთი

126
თავშესაფარი (1)

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი 515 ადამიანმა ითხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა.

მათი ცნობით, მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი 515-ს შეადგენდა.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.

იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი – 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა. ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
  • უკრაინა – 104 მოქალაქე
  • რუსეთი – 49 მოქალაქე
  • ირანი – 93 მოქალაქე
  • თურქეთი – 72 მოქალაქე
  • ინდოეთი – 17 მოქალაქე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g