LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სკოლაა ყველაზე ძვირი მსოფლიოში

587
institut-le-rosey-switzerland-letnii-lager-9

სწავლა, სკოლა, უმაღლესი – ქართველი მშობლების მარადიული თავსატეხი და სატკივარი. საჯარო ჯობია თუ მაინც ფასიანში მიყვანა, იქნებ ფულის გადაყრაა ეს ფასიანი, იქაც ხომ ხშირად იგივე პედაგოგები არიან ან რა უნდა ასწავლონ ასეთი განსაკუთრებული? მოკლედ, ეს ისეთი საკითხია ამაზე კიდევ დიდხანს იკამათებენ, აი მსოფლიოში კი მოიძებნება რამდენიმე ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის იმიჯი და ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

ჩვენთანაც მოიძებნება სკოლები, სადაც ძალიან დიდია სწავლის საფასური. მაგრამ შვეიცარიაში არსებობს სასწავლო დაწესებულება Institut Le Rosey, სადაც სწავლა ზღაპრული თანხები ღირს. წლის განმავლობაში მოსწავლეების მშობლები 100 ათასზე მეტ შვეიცარიულ ფრანკს რიცხავენ.

 

 

ისტორია
Le Rosey-ში შვილის სწავლა ყველა მშობლის ოცნებაა, ის ხომ პირველი და ყველაზე პრესტიჟულია შვეცარიაში თუ საერთოდ მთელ მსოფლიოში არა. მდებარეობს ვოს კანტონაში ქალაქ როლში.

Le Rosey 1880 წელს გაიხსნა. კამპუსის პირველი შენობა გახდა ძველი ციხესიმაგრე, რომელიც სკოლის მოსაწყობად მისმა დამაარსებელმა პოლ ემილ კარნალემ აირჩია. 1911 წელს მმართველობა მის შვილზე ანრიზე გადავიდა. მან გადაწყვიტა, რომ ზამთარში მოსწავლეები სოფელ გშტაადში მოეწყო, რადგან ჟენევის ტბის სიახლოვის გამო ძლიერი ნისლი იქმნებოდა. ეს რეზიდენცია სკოლას დღემდე აქვს.

1947 წლიდან გოგონების ჩარიცხვაც დაიწყეს, არადა მანამდე მარტო ბიჭებს იღებდნენ. დროთა განმავლობაში მოსწავლეების შემადგენლობა იცვლებოდა, მოიცვა სხვადასხვა ქვეყნები. 90-იან წლებში შემოიღეს კვოტა, რომელიც სასწავლებლად ერთდროულად ერთი ეროვნების ბავშვების მხოლოდ 10% დაიშვებდა. სულ კი კამპუსში განათლებას 420 მოსწავლე იღებს.

 

უპირატესობა
მასწავლებლები მოსწავლეებს მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამზადებენ. პირველ ორ საფეხურზე მოსწავლეები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე სწავლობენ. მაღალ კლასებში ენას ირჩევენ იმის მიხედვით თუ სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას.

გამოცდაზე

ცნობილი მოსწავლეები

ალბერტ II (ბელგიის მეფე)
ხუან კარლოს I (ესპანეთის მეფე)
ბოდუენ I (ბელგიის მეფე)
მოჰამედ რეზა ფეხლევი (ირანის შაჰი)
ახმედ ფუადი II (ეგვიპტის მეფე)
რენე III (მონაკოს პრინცი)
გიომი (ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი)
დოდი ალ ფაიედი (პროდიუსერი, ეგვიპტელი მილიარდერის მოჰამედ ალ ფაიედის შვილი)
ჯო დასენი (მომღერალი)
შონ ონო ლენონი (ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შვილი)

სკოლის კედლებში უსწავლიათ გავლენიან ხალხს, სახელმწიფო მოღვაწეების შვილებს, პრინცესებს, მომავალ შეიხებსა და მეფეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები