პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მათ მეორე სახელმწიფო ვიზიტით მასპინძლობს.
ტრამპი თანამედროვეობის პირველი არჩეული პოლიტიკური ლიდერია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ორი სახელმწიფო ვიზიტით მიიწვიეს. გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედმა ამერიკის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს სახელმწიფო ვიზიტით 2019 წლის ივნისში, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს უმასპინძლა, ხოლო მეფე ჩარლზმა ის მეორე სახელმწიფო ვიზიტით წელს მიიწვია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი წყვილს მომდევნო ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. 17 სექტემბერს, უინძორის ციხესიმაგრეში ოფიციალური დახვედრის შემდეგ, ტრამპები დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ადგილის მონახულებამდე სპეციალურ გამოფენას დაათვალიერებენ. მოგვიანებით, საღამოს, ისინი სახელმწიფო ბანკეტს დაესწრებიან, რომელსაც, სავარაუდოდ, დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები უმასპინძლებენ.
უკვე გავრცელდა პრინცი უილიმისა და ქეით მიდლტონის, ასევე დონალდ და მელანია ტრამპების შეხვედრის პირველი კადრები. ქეითი შეუდარებელია ბორდოსფერ საშემოდგომო ანსამბლში, მელანია ტრამპი კი, შავ ორეულსა და იასამნისფერ შლაპაშია გამოწყობილი.
ქეით მიდლტონის სამგლოვიარო სამოსი – „შანელის“ ჩანთა, ქუდი ვუალით და მარგალიტის ყელსაბამი
მშვენიერი მელანია ტრამპი დიდი ზომის ორეულში, თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე




