LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია იდეალური სასმელი საუზმისთვის, რათა დღე საუკეთესოდ დაიწყოთ – ექიმის რჩევა

150
900x500_banner_HK-Connect_Healthy-beverages-to-add-in-your-breakfast

დილაობით დრო თითქოს ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგაა, არასდროსაა საკმარისი იმისთვის რომ ჯანსაღი საუზმის მომზადება მოვასწროთ. თუმცა, საუზმის გაკეთილშობილება ერთი მარტივი მეთოდით, მასში სასარგებლო სასმლის დამატებით შეგიძლიათ. ადვილად მოსამზადებელი და თან ჯანსაღი ელემენტებით სავსე ეს სასმელები დილიდანვე ენერგიით აგავსებთ და დატვირთული დღისთვის საჭირო განწყობასაც შეგიქმნით.
მედიკოსები უზმოზე წყლის ან ლიმონიანი წყლის მირთმევას გვირჩევენ, რათა ორგანიზმი ტონუსში მოვიდეს და საჭმლის მომნელებელი პროცესები დაიწყოს. ხოლო, რაც შეეხება თავად საკვების მიღების პროცესს, ამ დროს უმჯობესია მიირთვათ:

მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის შემადგენლობაშია კოფეინი, ამიტომ მისი დილიდან მიღება გამოფხიზლებასა და სწრაფად გაღვიძებაში დაგეხმარებათ. ეს სასმელი თავის ტვინის მუშაობის სტიმულირებასაც ახდენს და პარალელურად ცხიმის წვის პროცესსაც იწყებს.

კეფირი
კეფირი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს და დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. გარდა ამისა, სასმელი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

სმუზი
მედიკოსთა ინფორმაციით, სხვადასხვაგვარი სმუზი არსებობს: ხილის, ბოსტნეულის, კენკრის, ქოქოსის ან ნუშის რძის დამატებით.
კალორიებით სავსე სმუზი შესაძლოა სრულყოფილ საუზმედაც კი იქცეს, რაც მასში შემავალ მრავალრიცხოვან სასარგებლო ნივთიერებას უკავშირდება. უმჯობესია თუკი უპირატესობას მწვანე სმუზის მიანიჭებთ, რაც დილიდანვე შეშუპების შემცირებაში დაგეხმარებათ.

კაკაო
ეს კალორიული სასმელი იდეალურად ამარცხებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს. კაკაოში დიდი რაოდენობითაა სასარგებლო ნივთიერებები – კოფეინი, ამინომჟავები, ანტიოქსიდანტები, ორგანული მჟავები, ვიტამინები E და K.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები