იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ჟურნალისტმა სტამბოლის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად დაასახელა. პროდუქტის ფასები გამოცემამ თავის რუბრიკაში L’Economia გაამხილა.
კორესპონდენტი ლეონარდ ბერბერი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ თურქეთის მთავარ ავიაბაზაში ლუდი 1000 პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ლუდის ბრენდი Efes ქალაქის ცენტრში 1,5 ევრო ღირს. აეროპორტში იგივე ბოთლს 17,5 ევროდ ყიდიან.
ჟურნალისტის დაკვირვებით, კაფეში კრუასანი ქათმით 14,5 ევრო ღირს, სალათა – 11 ევრო, ბრიოში – 7 ევრო, წყლის ბოთლი – 9 ევრო.
ამასთან, სწრაფი კვების ობიექტებში კერძების ფასები ისეთივე იყო, როგორც რესტორნებში. მაგალითად, McDonald’s-ში „ბიგ მაკის“ ყიდვა 215 ევროდაა შესაძლებელი. „ეს ფასი საშუალოდ ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში“ – დაასკვნა ჟურნალისტმა.