პოპულარულმა ამერიკულმა ტელეჟურნალმა MotorWeek-მა Choice Award 2017-ის გამარჯვებული ნომინაციაში Best Family Sedan გამოავლინა.
MotorWeek ყოველ წლიურად აფასებს ახალ მსუბუქ, ყველგანმავლებსა და სატვირთო ავტომობილებს ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: ინოვაციურობა, საწყისი ღირებულება, ექსპლუატაციის ღირებულება და საიმედოობა. სედანების კატეგორიაში საუკეთესო საოჯახო ავტომობილის წოდება Ford Fusion-მა მიიღო, რომელიც ევროპაში Mondeo-ს სახელით არის ცნობილი.
Ford Fusion ჩრდილოეთ ამერიკაში პირველლი ავტომობილია რომელმაც ადაპტირებული კრუიზ კონტროლი და ქვეიტების აღმომჩენი სისტემა მიიღო. MotorWeek-ის ექსპერტებმა ასევე Fusion-ის სხვადასხვა მოდიფიკაციების, მათ შორის ჰიბრიდისა და სპორტის არსებობა აღნიშნეს.
განახლებული Ford Fusion აშშ-ში ერთი წლის წინ წარადგინეს.