LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი თქვენი ჩაცმულობის მიხედვით?

196

პიარის სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე სოქსელში საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს ქართველი გოგონების ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მას, როგროც ჩანს, შეუძლია, გამოიცნოს, რომელი ქალაქის მოყვარულია გოგონა, რომელსაც ესა თუ ის სამოსის ანსამბლი აქვს შერჩეული.

როგორც თეონა წერს:

„ქართველი გოგონების ჩაცმის სტილით, ასე მგონია, გამოიცნობ მათ საყვარელ ქალაქებს:

მძიმე ბათინკები და კაპიშონი – ბერლინი

ტანსაცმელი, რომელსაც ბრენდი გარედან აწერია – მილანი

ხელოვნური ლეოპარდის ქურქი, ბადე „კალგოტკა“, მოკლედ შეჭრილი ჩოლკა და  „ლენონები“ – ლონდონი

უმაკიაჟობა, თეთრი პერანგი, კეფაზე აკეცილი თმა – პარიზი

ტანზე მომდგარი შავი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით, მუდამ დავარცხნილი გრძელი თმა, სქელჩარჩოინი სათვალე, ოდნავ გვერდულად თავი და მრგვალ კარდონის ყუთში ვარდების ბუკეტი – მოსკოვი

წელში გამოყვანილი წვივის სიგრძე კაბა, ლაკის წითელი ლოდკა/ ცისფერი მხრებზე გადასული პერანგი და სარკის ეფექტის რეიბანები – დუბაი

ჩითის „ფაბრიკის“ კაბები და ესპადრელები, ხვეული, შეუღებავი კარე – ამსტერდამი

შავი, პრიალა „კატის თვალები“, დეკოლტე, გრძელი ტალღოვანი ერთი სიგრძის თმა, პლატფორმაზე მაღალი ქუსლები – რომი

ჯინსი, კარე და მატი პომადა – ნიუ იორკი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g