LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომეო და ბრუკლინ ბექჰემები “ვარსკვლავური ომების” პრემიერაზე

119

ბრუკლინი და რომეო ბექჰემები „ვარსკვლავური ომების“ ფანების რიცხვში არიან. ფილმის პრემიერას სხვა ბევრი ცნობილი ადამიანის მსგავსად არც ისინი გამოკლებიან, კინოთეატრში მისული ძმები ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ფილმის პრემიერაზე „ვარსკვლავური ომები – ძალა იღვიძებს“ – ძმები არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ შავ სამოსში, ვიწრო შარვლებსა და ტყავის ქურთუკებში. ისინი დაუზარლად პოზირებდნენ და ფოტოები შემდეგ სოციალურ ქსელშიც განათავსეს.

პრემიერას ესწრებოდნენ ბენედიტქ კამბერბეტჩი, ნოელ გალაგერი და მაილინ კლასი.

ღონისძიებაზე იყვნენ, ასევე, ფილმში მონაწილე მსახიობები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები.

შეგახსენებთ, „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე სერია საქართველოს კინოთეატრებშიც გამოვიდა და პომპეზური პრემიერით აღინიშნა. აქვე გეტყვით ერთი საინტერესო სიახლის შესახებაც – კინოთეატრი „კავეა აიმაქსი” სავაჭრო ქალაქში „ისთ პოინთი“ მაყურებელს საახალწლო საჩუქარს სთავაზობს. 17 დეკემბრიდან „კავეა აიმაქსში“ კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ფილმები უპრეცედენტო ფასად – 3-5 ლარად ნახონ.

rombrook--a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები