რომის პაპმა წმ. პეტრეს დაცარიელებულ მოედანზე ლოცვა აღავლინა. მან ღმერთს დახმარება შესთხოვა:
„ყოვლისშემძლე და მოწყალე უფალო, შეხედე ჩვენს მტკივნეულ მდგომარეობას და ნუ დაგვტოვებ მარტო ამ ქარიშხალში“, – ასე დაიწყო რომის პაპმა ლოცვა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მოედანზე…უფალო, შეხედე შენს ეკლესიას, რომელიც უდაბნოს კვეთს. შეხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა. შეხედე ავადმყოფებს, რომლებიც მარტოობისგან იჩაგრებიან. შეხედე ექიმებს, რომლებიც დაღლილობისგან იტანჯებიან. შეხედე პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩევანის ტვირთს ატარებენ“, – თქვა რომის პაპმა ლოცვის დროს.