LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა ჯავშნიან „პაპამობილზე” უარი თქვა

28

რომის პაპმა ჯავშნიან „პაპამობილზე” უარი თქვა. როგორც პაპმა ფრანცისკემ განაცხადა,  თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით დაცული ავტომობილი ნამდვილად არ სჭირდება. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა იტალიელ ჟურნალისტსა და მწერალს ანდრეა ტორნიელის უამბო.

ვატიკანის სახელმწიფო მეთაური კარგად ხვდება, რომ მის გარშემო უამრავი რისკი არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, მას მრევლთან სიახლოვე სურს. შეიძლება ეს ცოტა უპასუხისმგებლო საქციელია, თუმცა ფრანცისკეს ეს საკითხი ნაკლებად ადარდებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პოლიციამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები სერიოზულად გაამკაცრა, რაც ევროპაში მომრავლებულ ტერაქტებთანაა დაკავშირებული.

Papamobile

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები