LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში ფიქრობენ, რომ 5 წელში მდინარე ტიბრი საბანაოდ ვარგისი იქნება

108
2021

ხუთ წელიწადში რომში მდინარე ტიბრი იმდენად სუფთა გახდება, რომ მასში საცურაოდ შესვლა შესაძლებელი იქნება, აცხადებენ ქალაქის ხელისუფლებაში. ახლა მისი წყალი იმდენად დაბინძურებულია, რომ ცურვა მკაცრად აკრძალულია. აკრძალვის დარღვევა სოლიდური ჯარიმით(100 ევროზე მეტი) ისჯება, წერს the Guardian-ი.

პირველი შეზღუდვები 1960-იან წლებში დაწესდა, როდესაც გაირკვა, რომ ტიბრი იმდენად იყო დაბინძურებული, რომ მდინარეში ბანაობა სახიფათოც კი გახდა.

მას შემდეგ დაბინძურების მასშტაბები მხოლოდ გაიზარდა. ტიბრში დიდი რაოდენობითაა მიკროპლასტიკი, ამიაკის მაღალი კონცენტრაცია, ასევე ნაწლავის ჩხირი.

წარსულში მდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანსპორტო გზა იყო, ასევე ქალაქის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ იქ მზის აბაზანების მიღება თუ ცურვა. მაგრამ 1960-იანი წლებიდან, როცა ტიბრში ბანაობა აიკრძალა, ნაპირები მიტოვებული და მოუწესრიგებელი გახდა. ახალი წლის ღამეს, ძველი ტრადიციის მიხედვით, მდინარეში გადახტომას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ ბედავს.

ახლა მერია აპირებს, რომ წყალი საბანაოდ ისევ ვარგისი გახადოს. ქალაქის ხელისუფლების თქმით, წმენდის სამუშაოები ხუთ წელიწადში დასრულდება. მერიას სურს მიჰბაძოს პარიზის მაგალითს, სადაც სენა ოლიმპიური თამაშებისთვის პირველად გაწმინდეს.

ტიბრის ნაპირზე არა მხოლოდ კეთილმოწყობილი პლაჟები გაკეთდება, არამედ დამონტაჟდება ლიფტები იმისათვის, რომ წყალში ჩასვლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც შეეძლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები