რონალდომ ფოტო გამოაჭენა, რომელზეც კრიშტიანოს ოჯახი იტალიურ კლანად ყალიბდება.
„იუვენტუსის“ ახალი თავდამსხმელი ტურინს ეჩვევა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად.
პორტუგალიელმა საყვარელ ქალთან და ოთხ შვილთან ერთად ფოტო ლამაზი ხედით სახურავიდან გადაიღო. „ბიანკონერის ოჯახი“ – მიაწერა კრიშმა ფოტოს ინსტაგრამზე.
კრიშტიანოს ორი ვაჟი და ერთი გოგო სუროგატმა დედამ გააჩინა.
მეორე გოგონა რონალდოს ჯორჯინამ აჩუქა.
რონალდო „იუვენტუსში“ ამ ზაფხულს გადავიდა.
პირველ ტურში „იუვემ“ სტუმრად „კიევოს“ 3:2 მოუგო, კრიშტიანოს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ არ გაუტანია.