LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ინტენსიური თერაპიის სამი განყოფილების შექმნას დააფინანსებს

107
2369458-49287930-2560-1440

პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსის პანდემიის გამო პორტუგალიის საავადმყოფოებს დაეხმარება.

კრიშტიანო და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ ორ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის სამი განყოფილების ორგანიზებას. ერთი ჰოსპიტალი პორტოშია, მეორე ლისაბონში. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

“ჟორჟე მენდეში და კრიშტიანო რონალდო ორ განყოფილებას ააშენებენ ლისაბონის საავადმყოფოსთვის. თითოეული მათგანი კრიტიკული პაციენტების მოვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მოწყობილობით აღიჭურვება. ის გათვლილია ათ საწოლზე. განყოფილებებს რონალდოსა დდა მენდეშის სახელს უწოდებენ”, – თქვეს ლისაბონის საავადმყოფოში.

როგორ ასხამს რონალდო შვილებს სანიტაიზერს (ვიდეო)

პორტუგალიელი ვარსკვლავი წესებს იცავს.

თავად რონალდო მადეირაზე კარანტინშია. ფეხბურთელმა ტესტი ჩააბარა და ის უარყოფითი აღმოჩნდა.

24 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში დაახლოებით 2360 შემთხვევაა დაფიქსირებული, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები