LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მანჩესტერის ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოა: მის გამო აუზი და საუნა განაახლეს

31
FORTUNA.GE (18)

კრიშტიანო რონალდო არ არის კმაყოფილი იმ ობიექტებით, სადაც „მანჩესტერი“ მატჩებისთვის ემზადება.

The Athletic წერს, რომ რონალდოსთან დაახლოებული პირები მიუთითებენ იმაზე, რომ სტანდარტები, რასაც კრიშტიანო მიეჩვია, ბევრად მაღალია, ვიდრე „მანჩესტერში“ ნანახი. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კლუბის მართვის სტრუქტურა, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურის დონე არ შეესაბამება მსოფლიოს საუკეთესო გუნდების დონეს.
„იუნაიტედს“ აქვს ბაზისა და სტადიონის გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმა. ეს გადაწყვეტილება რონალდოს მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამოც მიიღეს. კერძოდ, გაარემონტეს აუზი და საუნა, რომლებიც არ განუახლებიათ 2009 წელს რონალდოს „მანჩესტერიდან“ წასვლის შემდეგ.

კრიშტიანომ სხვაობა დაინახა „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერს“ შორის. იტალიურ კლუბს აქვს თანამედროვე სასტუმრო, საწვრთნელი ობიექტები ახლოსაა სტადიონთან, „იუნაიტედში“ კი პროცესები სხვაგვარად არის მოწყობილი.

გარდა ამისა, რონალდომ უკმაყოფილება გამოთქვა თუ როგორ იმართება კლუბი. ერთ-ერთ შეხვედრაზე პორტუგალიელმა დაიჩივლა, რომ „მანჩესტერს“ არ ჰყავს სპორტული დირექტორი. ასე თქვა მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედში“ სპორდირექტორის ფუნქციას ასრულებს დირექტორი საფეხბურთო საკითხებში ჯონ მერტო.

რაც შეეხება საფეხბურთო საკითხებს, ტენ ჰაგის თქმით, რონალდო გუნდში რჩება, მინიმუმ იანვრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები