LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ, ნადალმა, გასოლმა და იგლესიასმა ერთობლივი რესტორანი გახსნეს (ფოტო)

31

კრიშტიანო რონალდომ, რაფაელ ნადალმა, პაუ გასოლმა და ენრიკე იგლესიასმა ლონდონში რესტორანი გახსნეს.

სელებრითებმა იბიცაზე ცნობილი დაწესებულების Zela-ს ფრანჩიზას მიმართეს.

ესპანეთის საკულტო კურორტის გარდა ფილიალები ასევე მუშაობს მადრიდსა და მაიამიში. შეფ-მზარეული იაპონური და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს ნაზავზე სპეციალიზდება.

„გასტრონომიული ბიზნესი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სასურველია. ლონდონი შესანიშნავი ადგილია იბიცას კონცეპტის გადმოსატანად. ჩვენი ინვესტორები გატაცებული არიან ამით და კერძების ნამდვილი დამფასებლები არიან. კრიშტიანო და რაფაელი ლონდონზე გიჟდებიან“, – თქვა ესპანელმა რესტორატორმა აბელ მატუტესმა.

რონალდო, ნადალი და გასოლი რესტორანს ესტუმრნენ და ინსტაგრამზე ფოტოც დადეს.
ენრიკე იგლესიასმა კრიშტიანოს უპასუხა და ყველა თანამფლობელი 19 ოქტომბრის კონცერტზე დაპატიჟა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები