LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ბუგატი ავარიაში მოხვდა: მანქანა გაზის ბალონებს შეასკდა

75
Capture56

Bugatti Veyron, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის, მალიორკაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა.

Diario de Mallorca გადმოცემს, რომ ავტომობილი, რომლის ღირებულება 2.1 მლნ ევროა, ქალაქგარეთ მდებარე სახლს შეასკდა დაბალი ინტენსივობის გზაზე. შედეგად დაზიანდა დამხმარე ნაგებობა, რომელშიც გაზის ბალონები ინახებოდა.

საჭესთან თავად რონალდო არ მჯდარა, მისი თანამშრომელი მართავდა. მძღოლი არ დაშავებულა, მაგრამ Bugatti Veyron-ის წინა მხარემ სერიოზულად გაფუჭდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 14 ივნისიდან მალიორკაზე ისვენებს, მასთან ერთად არიან ცოლი და შვილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები