უეფამ სიმბოლური ნაკრების სქემა 4-2-4-ზე შეცვალა, რათა წლის გუნდში კრიშტიანო რონალდო მოხვედრილიყო. პორტუგალიელს კანტე შეეწირა.
ნეიმარი და პსჟ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე (ESPN).
„სპორტინგი“ ბრუნუ ფერნანდეშისთვის 80 მლნ ევროს ითხოვს, „მანჩესტერი“ 60 მლნ-ს იხდის. თავად ფეხბურთელი კი კვირაში 130 ათას ფუნტს აიღებს.
„მანჩესტერმა“ და „ინტერმა“ ეშლი იანგის ტრანსფერი შეათანხმეს 1.5 მლნ ევროდ.
„რეალი“ ბილეთებიდან შემოსავალს „უნიონისტას“ მისცემს, თუ ესპანეთის თასის მატჩს სალამანკადან მადრიდში გადაიტანენ.
„ატლეტიკო“ 10 მლნ ევროს თავაზობს კავანისთვის, პსჟ-ს 30 მლნ უნდა.
ჩავი „ბარსასთვის“ უარის თქმაზე: „ჯერ ძალიან ადრეა ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის“.
ედენ აზარი ზედიზედ მესამედ მიიჩნიეს უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ბელგიელ ფეხურთელად.
ნიდერლანდელი წყვილი ბავშვის გასაჩენად ბელგიაში წავიდა, რათ შვილისთვის ფეიენოორდი დაერქმიათ. ნიდერლანდებში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის მიუღებელი სახელების დარქმევას. როტერდამიდან ბელგიამდე კი 100 კმ-ც არ არის.
ახალშობილს საბოლოოდ ბრაიან ფეიენოორდ უილსონი დაარქვეს – მშობლები შეთანხმდნენ, რომ მეორე სახელიც საკმარისი იქნებოდა.
აღმოჩნდა, რომ ფანი მამის უფროსი ბიჭი უკვე „ფეიენოორდის“ ქომაგების ლეგენდაა. ბიჭი ადრეულ ასაკში მოხვდა ყურადღების ცენტრში, როდესაც შუა თითი აჩვენა.