LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ოქროს ღმერთი ეხმარება: კრიშტიანომ ახალი რეკლამა ჩაწერა (ვიდეო)

45

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარ ინსტაგრამზე ახალი სარეკლამო რგოლი ატვირთა, სადაც იგი ყურსასმენებს უწევს რეკლამას.

რგოლის დასაწყისში კრიშტიანო აცხადებს, რომ იგი მუდმივად ცდილობს გახდეს უკეთესი. ამის შემდეგ კი იწყებს ვარჯიშს ფიტნეს-ინსტრუქტორის თანხლებით, რომელსაც ფიტნეს სამყაროში ”ოქროს ღმერთს” უწოდებენ. აღნიშნულ სარეკლამო რგოლში პორტუგალიელი მხოლოდ შორტებშია გამოწყობილი.
”კრიშტიანოს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იდგა. იგი არ იყო იდეალურ ფორმაში, რადგან არასწორად იკვებებოდა, ამიტომ რონალდოს ”ოქროს ღმერთის” დახმარება დასჭირდა”, – აცხადებს ვიდეორგოლის წამყვანი.

კომპანია Hopper-ის შეფასებით, რონალდო ერთ ინსტაგრამ-რეკლამაში საშუალოდ 350 ათას ევროს გამოიმუშავებს. Nike-თან გაფორმებული კონტრაქტიდან კრიშტიანო წელიწადში 24 მლნ დოლარს იღებს.

Learn the secrets to my success at ROCLiveLifeLoud.com

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები