LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს საკუთარი ფასი არ მოეწონა და Transfermarkt დაბლოკა

148
2784910-57482210-2560-1440

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო Transfermarkt.com-ზე განაწყენდა.

საიტმა, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების შეფასებითაა დკავებული, იმათი ნაკრები შეადგინა, ვისი საქმეებითაც აგენტ ჟორჟე მენდეშის სააგენტო Gestifute არის დაკავებული.

ამ გუნდში შევიდნენ მეკარე ედერსონი, მცველები ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში, გაბრიელ პაულისტა და ნელსონ სემედუ, ნახევარმცველები რუბენ ნევიში, ფაბინიო, ხამეს როდრიგესი, ბერნარდო სილვა და ანხელ დი მარია, ასევე თავად რონალდო.

Transfermarkt-მა ფოტოზე ყველა ფეხბურთელის ექაუნთი აღნიშნა და მხოლოდ რონალდო არ მონიშნა. „არ ვახსენეთ რონალდო, რადგან მან დაგვბლოკა მას შემდეგ, რაც საბაზრო ღირებულება ნახა“, – განაცხადეს კომენტარებში სოცქსელების მენეჯერებმა. მოგვიანებით Transfermarkt-ის რედაქტორებმა დაამატეს: „მან გვითხრა, რომ არ მოეწონა მისი სატრანსფერო ღირებულება“.

საიტის ექსპერტებმა რონალდო 75 მილიონ ევროდ შეაფასეს. კრიშის მაქსიმალური ფასი 2014 წელს იყო – 120 მლნ ევრო.

35 წლის პორტუგალიელი 2018 წლის ზაფხულში „რეალიდან“ „იუვენტუსში“ 112 მლნ ევოდ გადავიდა.

ჟორჟე მენდეშის 11 კლიენტის ჯამური ღირებულება Transfermarkt-ის შეფასებით 595 მლნ ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები