LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როზი ჰანგტინტონ-უაიტლი ბუნებრივ იერს დაუბრუნდა – 38 წლის მოდელი „ვოგის“ გარეკანზე

251
Untitled design (5)

38 წლის ბრიტანელმა სუპერმოდელმა და მსახიობმა, როზი ჰანგტინტონ-უაიტლიმ ავსტრალიური „ვოგის“ ახალი ნომერი დაამშვენა. გამოცემის გარეკანზე მან Alaïa-ს ტოპი და ქვედაბოლო მოირგო, ხოლო ფოტოსესიის სხვა „ლუქებში“ „ვალენტინოს“ გამჭვირვალე კაბითა და Chloé-ს ბიკინით პოზირებდა.

ინტერვიუში ჰანტინგტონ-უაითლიმ საკუთარ ბავშვობაზე და მოდის სამყაროში მოხვედრის გზაზე ისაუბრა. მისი თქმით, კარიერა ადრეული ასაკიდანვე შრომით დაიწყო. ის 14 წლის ასაკში შაბათ-კვირას ადგილობრივ პანსიონში დამლაგებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი ოფიციანტობაც სცადა. სკოლის შემდეგ ხშირად ამზადებდა საჭმელს თავისი და-ძმებისთვის, რაც, მისი თქმით, დამოუკიდებლობის გრძნობას უყალიბებდა.

„ჩემი მეგობრების კედლებზე ბიჭების პოსტერები ეკიდა, ჩემსაზე კი მოდელების. მაშინ სოციალური ქსელები არ იყო განვითარებული და მოდის ინდუსტრიაში შეღწევა ძალიან რთული იყო, თუ ვინმეს არ იცნობდი. ჩემთვის ეს უბრალოდ ოცნება იყო“, – იხსენებს მოდელი.

შეგახსენებთ, გასულ თვეს მოდელმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, როდესაც ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსაზრება, თითქოს მან ფილერებს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ვხედავთ, როზი კვლავ ბუნებრივ იერს დაუბრუნდა, მკვეთრად გამოკვეთილი სახის კონტურით, ყოველგვარი შეშუპების გარეშე.

„ალბათ მიხვდება და დაიბრუნებს უწინდელ იერს“ – როზი ჰანგტინტონ-უაიტლის უახლესი ფოტოები

ვიდეო: „რა დაემართა მის სახეს, რატომ გააკეთე ეს?!“ – როზი ჰანგტინტონ-უაიტლის რადიკალურად შეცვლილი ვიზუალი მსოფლიო მედიის განხილვის საგნად იქცა

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჰანტინგტონ-უაიტლი 2010 წლიდან ერთად არის მსახიობ, ჯეისონ სტეტჰემთამ. მათ ორი შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები