LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „რთულ მდგომარეობაში“ აღმოჩენილი Toyota Camry-ს ფოტოებმა ქსელი დაიპყრო

72
toyotacamryrond

Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც სახელად „Camry-ს რთული მდგომარეობა“ ქვია. მისი წევრები იაპონურ სედანს დასცინიან და მოდელის ყველაზე ცუდ კადრებს ავრცელებენ.

ცოტა ხნის წინ შექმნილ ჯგუფს ჯერ-ჯერობით 5 ათასამდე წევრი ყავს, თუმცა მათი რაოდენობა ყოველ დღე უფრო და უფრო იზრდება.  „Camry-ს რთულ მდგომარეობაში“ გაერთიანებული ადამიანები აგროვებენ და აზიარებენ ყველა ფოტოს თუ ვიდეოს, სადაც ავტომობილი არც თუ ისე კარგი ხედითაა დაფიქსირებული.

როგორც ცნობილია, კადრებს ისინი თავად იღებენ, ან ინტერნეტში პოულობენ და ძალიან ხალისობენ.

„დაჯგუფების“ წევრებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კრემისფერი Toyota Camry, რომელმაც ათობით მოდიფიკაცია განიცადა და მათი უმრავლესობა ძალიან წარუმატებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები